მთავარისიახლეებისამართალი,,აფერუმ მაგათ კაცობას, ღირსებას და ამბიონიდან ქადაგებას - რა დღეში ჩააგდეს...

,,აფერუმ მაგათ კაცობას, ღირსებას და ამბიონიდან ქადაგებას – რა დღეში ჩააგდეს ადამიანი” – ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

Published on

მსჯავრდებული  გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ   დეკანოზის ჯანმრთელობის მდომარეობაზე პასუხისმგებლები სასულიერო პირები არიან.
 
„მაგის მდგომარეობა საპატრიარქოში ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის და ადამიანობისთვის, რა დღეში ჩააგდეს ადამიანი. ერთი სულიერ სიმტკიცე სჭირდებოდა ადამიანს, რომ ძლიერად ყოფილიყო და ისიც არ არგუნეს, აფერუმ მაგათ კაცობას, მაგათ ღირსებას და ამბიონიდან ქადაგებას“, – განაცხადა ადვოკატმა.
 
 ამასთან , იგი თვლის, რომ მამა გიორგის  კლინიკიდან გაწერა ჯერჯერობით გამორიცხულია, რადგან სტაბილური მდგომარეობა არ აქვს. 
 
მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება, სადაც მას გამოკვლევები უტარდება. ,,მამა გიორგის ინსულტის ნიშნები აქვს და დგინდება, თუ რამ გამოიწვია მარჯვენა ხელ-ფეხის შეზღუდვა.,, პირადად შევხვდი მამა გიორგის. ინსულტის ნიშნები არის, მაგრამ კერას ვერ ნახულობენ. მაგის ძიებაში არიან," – განაცხადა რამიშვილმა.
 
მისივე თქმით, მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმაც, რაც მისი ძმის, თორნიკე მამალაძის საპატრიარქოსთან აქციებს უკავშირდება. – დასძინა მან 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...