მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ ჩხორიაში ხიდის აღდგენას ითხოვენ

სოფელ ჩხორიაში ხიდის აღდგენას ითხოვენ

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში ხიდის აღდგენას ითხოვენ, ამის შესახებ სოფლის მკვიდრმა სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტოებიც გამოაქვეყნა: ხიდი, რომელზე გავლაც უდიდესი საფრთხის შემცველია, მაგრამ მეორე ნაპირზე მოსახვედრად სხვა გზა არ არის. ამ "ხიდით" სარგებლობს ორი ოჯახი, სამი მცირეწლოვანი ბავშვით, ორი ღრმად მოხუცი მძიმე ავადმყოფით. სოფელში ჩატარდა კენჭისყრა და გაიმარჯვა პროექტმა რომელსაც მეტი ბენეფიციარი ჰყავდა. ვინაიდან ორი ოჯახი სარგებლობს, მხოლოდ მათზე "დიდ " ფულს არავინ ხარჯავს. "წყალსაც წაუღიათ" ლოგიკაა ალბათ. სანამ რამე სავალალო მომხდარა, დროზე მიხედეთ ამ ხალხს, მერე გვიანი იქნება!“- წერს მარიკა თოდუა. პოსტს ზუგდიდის მერია გამოეხმაურა, უწყებაში აცხადებენ, რომ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და პრობლემიოს მოგვარებაზე იზრუნებენ

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...