მთავარისიახლეებისამართალიზაალ ლატარია თავს დამნაშავედ არ ცნობს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე...

ზაალ ლატარია თავს დამნაშავედ არ ცნობს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:30 საათზე იმსჯელებენ.

Published on

,,ზაალ ლატარია თავს დამნაშავედ არ სცნობს, მისი დაკითხვა არ მომხდარა, – აცხადებს პირადი  ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების საქმეზე დაკავებულის ადვოკატი ვახტანგ იაშვილი
 
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფს მცხეთის დროებითი დაკავების იზოლატორში ახლახანს შეხვდა.
 
როგორც იაშვილი განმარტავს, ლატარია დაკავებას მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.
 
ზაალ ლატარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:30 საათზე იმსჯელებენ.
 
„ზაალ ლატარია დაკავებას წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციით, ოპოზიციურ გაერთიანებებთან ახლო ურთიერთობის გამო შესაძლოა, განხორციელდა პროვოკაცია.
 
როგორც ჩემთვის ცნობილია, პროკურატურა დღეს სასამართლოში ლატარიას პატიმრობას მოითხოვს, ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავეთანხმებით“, – აცხადებს იაშვილი.
 
სავარაუდოდ, ის სასამართლოს ზაალ ლატარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.
 
ზაალ ლატარიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, კიდევ ერთი პირი – 1975 წელს დაბადებული ზ.ლ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარა.
 
შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ 18 პირია დაკავებული

სიახლეები

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...