მთავარისიახლეებისამხედრო თემადამშეული და ფეხშიშველი ქართული ჯარი - საით მივყავართ სახელმწიფო ტენდერების ჩაშლას...

დამშეული და ფეხშიშველი ქართული ჯარი – საით მივყავართ სახელმწიფო ტენდერების ჩაშლას და ტენდერებში გამარჯვებულთა მაქინაციებს ?

Published on

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული ჯარისთვის შესყიდული ფეხსაცმელი უვარგისი აღმოჩნდა, მოყვა ინფორმაცია, რომ საფრთხე ემუქრება   სამხედრო მოსამსახურეების კვებით  უზრუნველეყოფასაც. მსგავსი რამ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის შემდეგ არ მომხდარა.
 
 
,,ევროპული საქართველოს'' ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა  ამბობს, რომ 2019 წლის იანვარში ის ტენდერები ჩაიშალა, რომელიც საქართველოს შეარაღებული ძალების (თავდაცვის სამინისტრო, შსს, სდსს) სურსათით მომარაგებისთვის იყო აუცილებელი. ტენდერების საერთო ღირებულება 2 მლნ ლარზე მეტია.
 
"ტენდერების ჩაშლამ სამხედრო მოსამსახურეთა უწყვეტი კვებით მომარაგება დააყენა საფრთხის ქვეშ. ამ საფრთხეს ადასტურებს შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის დირექტორი ალექსი ზანდარაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ "საფრთხე შეექმნა სამხედრო მოსამსახურეთა უწყვეტ კვებით მომარაგებას, რაც თავის მხრივ, მოქმედებს ჯარისკაცის ბრძოლისუნარიანობაზე.
 
ეს გამოწვევა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციელებს მას შემდეგ დაუდგათ რაც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გააფართოვა იმ ტენდერების ნუსხა, რომელთა ჩატარებაც კონსოლიდირებულად (გაერთიანებულად) ხდება.
 
ამ გადაწყვეტილებას ჯამურად 123 ტენდერის ჩაშლა მოჰყვა, რომელთა ჯამური ღირებულება 35 მლნ-ზე მეტია. ერთ პირთან მოლაპარაკების გზით კი 674 ხელშეკრულება დაიდო", – ამბობს უგულავა. 
მისივე თქმით, 
 
"ხელისუფლების არასწორი გადაწყვეტილებების შედეგად: ფაქტობრივად გაუქმდა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა – ელექტრონული შესყიდვები; ერთ პირთან მოლაპარაკებების გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგად, გაიზარდა კორუფცია;  სახელმწიფომ დაკარგა თანხა, რადგან ელეტრონული ტენდერი იძლეოდა საშუალებას სახელმწიფოს  ყოველ შესყიდვაზე 5-15% (ანუ საშუალოდ 10%) ეკონომია გაეკეთებინა; შეუსრულებელი დარჩა სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის საჭირო შესყიდვები".  – ამბობ გიგი უგულავა. 
 
თავდაცვის სამინისტრო კი უარყოფს, რომ ქართულ ჯარს კვებით მომარაგების პრობლემა აქვს.  

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...