მთავარისიახლეებისაზოგადოებაინსულინის ინექციას აბი ჩაანაცვლებს

ინსულინის ინექციას აბი ჩაანაცვლებს

Published on

დიაბეტის მქონე ადამიანებს სულ მალე ინსულინის ინექციის საჭიროება აღარ ექნებათ – ინსულინი ორგანიზმში სპეციალური კაფსულის საშუალებით მოხვდება
ამერიკელი მეცნიერების გამოგონება დიაბეტით დაავადებულს შესაძლებლობას მისცემს ინსულინის რეგულარი ინექცია არ გაიკეთოს. რეგულარული ინექციების ნაცვლად სავსებით საკმარისი იქნება პერორალურად სპეციალური კაფსულის მიღება. კაფსულაში განთავსებულია აბი, რომლის მიღების შემდეგაც პაციენტისთვის საჭირო ინსულინის დოზა ორგანიზმში მოხვდება. კვლევის შედეგები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საიტზე გამოქვეყნდა.
 
თავდაპირველი ექსპერიმენტით  დადგინდა, რომ კაფსულას აქვს შესაძლებლობა ორგანიზმში 300 მკგ ინსულინი შეიყვანოს. მოგვიანებით მეცნიერებმა ეს დოზა კიდევ უფრო გაზარდეს. პროექტზე მომუშავე ჯგუფის შეფასებით, ამ კაფსულის გამოყენება ასევე შესაძლებელია ორგანიზმში სხვა პრეპარატების შესაყვანად, რომლებიც  დღეს ინექციის სახით კანქვეშ შეყავთ. 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...