მთავარისიახლეებისაზოგადოებაილიაუნის რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან უშედეგოდ დასრულდა

ილიაუნის რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან უშედეგოდ დასრულდა

Published on

ილიაუნის რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც მათ ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს. სტუდენტები კვლავ ბიზნეს სკოლის ცალკე ფაკულტეტად აღდგენას და დეკანის პოზიციაზე გიორგი ქადაგიძის დაბრუნებას ითხოვენ. ისინი არ ეთანხმებიან სასწავლებელში განხორციელებულ რეორგანიზებას, რომლის შედეგადაც ბიზსნეს სკოლა გაუქმდა და ის ახალი ფაკულტეტის მენეჯმენტის, ტექნოლოგიებისა და განათლების შემადგენელი ნაწილი გახდა. უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობა კი სტუდენტების მოსაზრებებსა და მოთხოვნებს არ იზიარებს. რექტორმა უნივერსიტეტის შენობა, ისე დატოვა, რომ ახალგაზრდებისთვის კონკრეტული პასუხი არ გაუცია. იმ შემთხვევაში თუ გიგა ზედანია, სტუდენტების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ახალგაზრდების თქმით, მის გადადგომას მოითხოვენ.
 
ილიაუნის რექტორთან შეხვედრამდე სტუდენტები გიორგი ქადაგიძეს და გიორგი პაპავას ესაუბრნენ. მათ უნივერსიტეტში არსებული პრობლემები განიხილეს და ბიზნეს სკოლის გაუქმებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატეს. ქადაგიძე უნივერსიტეტში განათლების მიმართულებით გასატარებელ რეფორმებსა და ილიაუნის ბიუჯეტის ხარვეზებზე საუბრობს.
 
"ჩვენი განათლების სისტემა დღეს საჭიროებს რადიკალურ რეფორმებს. აქ საუბარი არის მიუღებლობაზე იმ ცვლილებების და იმ რეფორმების, რომლის გატარებასაც ჩვენ ვახორციელებდით. ცხადია ეს ყველაფერი ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ ვითხოვთ უფრო მეტ გამჭვირვალობას, ვითხოვთ უფრო მეტად ჩახედვას უნივერსიტეტის ფინანსებში,"-აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...