მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება

ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება.  თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 11:30 საათზეა ჩანიშნული.
 
გარდა ამისა, განიხილება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიასა და ცრუ ჩვენების მიცემით დაკავებული ხუტა ბაღათურიას საქმე.
 
სუს-მა გულორდავა და გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გასული წლის პირველ ნოემბერს დააკავა. დაკავებამდე თითქმის ორი თვით ადრე, 13 სექტემბერს, ზუგდიდის არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა მიზეზის დასახელების გარეშე დატოვა. ის მერის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა.
 
სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.
 
ლაშა გოგიასა და გია გულორდავას დაკავების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
 
რაც შეეხება თენგიზ ქობალიას, გამოძიების ცნობით, მას ჰქონდა ინფორმაცია ქრთამის აღების ფაქტზე, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაული დაფარა.
 
წინა სხდომაზე ადვოკატებს გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობა ჰქონდათ დაყენებული, თუმცა მოსამართლემ ეს არ დააკმაყოფილა. გოგიას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, გია გულორდავას ადვოკატი კი 10 000-ლარიან გირაოს.
 
რაც შეეხება ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილ უფროს თენგიზ ქობალიას, მისმა ადვოკატმა 65 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა არც მისი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად დაკავებული ხუტა ბაღათურიას შუამდგომლობა, რომელსაც გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. ბაღათურიას ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...