მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ბახტაძე: ე.წ . ქუჩის გარჩევები და მათში არასრულწლოვანთა ჩაბმა სისხლის სამართლის...

მამუკა ბახტაძე: ე.წ . ქუჩის გარჩევები და მათში არასრულწლოვანთა ჩაბმა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

Published on

ე.წ . ქუჩის გარჩევები და მათში არასრულწლოვანთა ჩაბმა სისხლის სამართლის წესით დაისჯება. – ამის შეახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 
 
„ ვაგრძელებთ კრიმინალთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინება გახლავთ ე.წ. ქუჩური გარჩევები. მათი სიხშირე და ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგები ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვიხილავთ ახალ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ქუჩის გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სასჯელი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ პირთა მიმართ, ვინც არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ ადამიანთა მიმართ, ვინც გაბედავს, რომ არასრულწლოვნები იყვნენ ჩართული ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში.
 
კრიმინალურ მენტალიტეტთან წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება და ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ასეთ გარჩევებს უკავშირდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...