მთავარისიახლეებისამართალინარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამეგრელოში ერთი ადამიანი დააკავეს

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამეგრელოში ერთი ადამიანი დააკავეს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყების ცნობით,სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სიახლეები

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შსს-მ თბილისსა და სხვადასხვა რეგონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა,...

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...