მთავარისიახლეებისაზოგადოება2016 წლის ნოემბრიდან დღემდე უვადოდ 146 მოსამართლეა დანიშნული

2016 წლის ნოემბრიდან დღემდე უვადოდ 146 მოსამართლეა დანიშნული

Published on

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, საჭიროა კარგად გაანალიზდეს, ვინ გააძლიერა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის სისტემამ – ინდივიდუალური მოსამართლე თუ „ჩინჩალაძის კლანი“.
 
ჯანეზაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ დღეის მდგომარეობით უვადოდ დანიშნული მოსამართლეების სია მიაწოდა, ვინაიდან ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხი.
 
ჯანეზაშვილის თქმით, ამ დისკუსიაში არ უნდა გამოგვრჩეს, რომ მოსამართლეთა 50%-ზე მეტი უკვე დანიშნულია უვადოდ, მათ შორის არიან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატურების უმრავლესობა, რომლებიც გასული წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტს წარედგინა. მან აქვე აღნიშნა, რომ ე.წ. „კლანის“ მხარდამჭერების დიდი ნაწილი უკვე უვადოდ არის დანიშნული, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ ელოდება იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელთა შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეც.
 
„მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება ერთ-ერთი გამოსავალია, თუმცა თუ ნება იქნება, პარლამენტის გადასაწყვეტია, ამ საკითხს რა სამართლებრივ ფორმას მოუძებნის. ისევე, როგორც არაერთ სხვა თემაზე, ამ შემთხვევაშიც, ე.წ. „ჩინჩალაძის კლანთან“ დაახლოებული მოსამართლეები ცდილობენ საზოგადოებას მოჩვენებითი ერთიანობით დაუპირისპირდნენ. ზოგადად, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა აღიარებული სტანდარტია მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ამ უმნიშვნელოვანეს გარანტიას ე.წ. „კლანი“ გავლენების განსამტკიცებლად იყენებს. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და კარგად გავაანალიზოთ, ვინ გააძლიერა უვადოდ დანიშვნის სისტემამ, ინდივიდუალური მოსამართლე თუ „ჩინჩალაძის კლანი?“ – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
 
საერთო ჯამში, 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე უვადოდ, კანონის სხვადასხვა მუხლის საფუძველზე, დანიშნულია 146 მოსამართლე

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...