მთავარისიახლეებიპოლიტიკა“მიშას ლამაზი ცისფერი ბოტასების უფრო ეშინიათ, ვიდრე რუსული ჩექმის”- სანდრა რულოვსი

“მიშას ლამაზი ცისფერი ბოტასების უფრო ეშინიათ, ვიდრე რუსული ჩექმის”- სანდრა რულოვსი

Published on

“მიშას ლამაზი ცისფერი ბოტასების უფრო ეშინიათ, ვიდრე რუსული ჩექმის” – ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლემ ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. 
 
სანდრა რულოვსმა ემიგრანტებს მიმართა და სიტყვით გამოსვლისას, ქვეყანაშ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს საქართველო გაჩერებულია და ქვეყანა წინ ვერ მიდის.
 
ქართველ ემიგრანტებს სიტყვით მიმართა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერმაც. გრიგოლ ვაშაძემ, ბელგიაში გაგზავნილ ე.წ. ზონდერ ჯგუფებსა და ხელისუფლების მიერ, საპრეზიდენტო არჩევნებზე რესურსის გამოყენებაზე ისაუბრა.
 
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“, მომავალ არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება.
 
„ზონდერებს აგზავნიან ბელგიაში. ეს სიძლიერის ნიშანი არ არის, ეს არის სისუსტის ნიშანი, ზუსტად ისევე, როგორც მხარდამჭერებზე თავდასხმები, როგორც მუქარა, როგორც მუდმივი დაშინება და აღმოჩნდა, რომ 900 ათასამდე ქართველი ვერ შეაშინეს და შემდეგ არჩევნებზე ვერ შეაშინებენ ქართველების ¾-ს. ეს პარტიული შეკრება არ არის, ეს არის პატრიოტების შეკრება,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...