მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის თქმით, ჯერ საქართველოში არ არის ნიადაგი იმისთვის მზად, რომ ის...

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჯერ საქართველოში არ არის ნიადაგი იმისთვის მზად, რომ ის დაბრუნდეს, თუმცა ეს მალე მოხდება.

Published on

„ჩვენ გვაქვს ზუსტი მოდელი იმისა, რა უნდა იყოს საქართველო" – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟში, კონგრესის დარბაზში ემიგრანტებთან შეხვედრისას გააკეთა. მან მწვავედ გააკრიტიკა მოქმედი მთავრობა და დეტალურად ისაუბრა იამზე, თუ რა გეგმები აქვს მას საქართველოსთან მიმართებაში.
 
„ჩვენ გვაქვს ზუსტი მოდელი იმისა, რა უნდა იყოს საქართველო. წაგვართვეს სიტყვა იმედი და წაგვართვეს სიტყვა ოცნება.  ყველაფერს გვართმევენ. ოცნება რომ გვესმის ცუდი ასოციაციაა უკვე. ეს არ შეიძლება იყოს ჩვენი ოცნების საქართველო. ივანიშვილმა გამოუცხადა ომი საქართველოს, როგორც ერს. საქართველოს, როგორც საზოგადობას. ივანიშვილის კონცეფცია არის ძალიან მარტივი. ყველა უნდა იყოს დაჩმორებული, ყველა უნდა იყოს ღარიბი და მთელი დოვლათი უნდა იყოს მარტო მის ხელში. ჩემი კონცეფცია არის სრულიად საწინააღმდეგო, საქართველოს უნდა იყოს მდიდარი, თითოეული ქართველი უნდა იყოს მდიდარი და ეს უნდა იყოს გადანაწილებული ყველაზე,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მისი თქმით, ყველა ის ემიგრანტი, რომელიც არის საქართველოდან გასული, ის არის საქართველოს მოქალაქე და მას უნდა ჰქონდეს საქართველოს პასპორტი. მიხეილ სააკაშვილის გეგმის მიხედვით, ემიგრანტებს უნდა შეეძლოთ ხმის მიცემა სახლიდან გაუსვლელად ელექტრონული ბარათით. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანამ უნდა შემოიღოს ელექტორნული გადაწყვეტილების სისტემა. ანუ ნებისმიერი გადაწყვეტილება გამოვა ელექტრონულ კენჭისყრაზე, რომლის საშუალებითაც  მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს.
 
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ეს ყველაფერი საქართველოში ოლიგარქიული მმართველობის დასრულებით მოხერხდება. მისივე თქმით, ჯერ საქართველოში არ არის ნიადაგი იმისთვის მზად, რომ ის დაბრუნდეს, თუმცა ეს მალე მოხდება. 

სიახლეები

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...