მთავარისიახლეებისაზოგადოებალიეჟში, სადაც ქართველი ემიგრანტები საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადებიან, პროვოკაციები იგეგმება

ლიეჟში, სადაც ქართველი ემიგრანტები საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადებიან, პროვოკაციები იგეგმება

Published on

ლიეჟში, სადაც ქართველი ემიგრანტები საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადებიან, პროვოკაციები იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შეხვედრის მონაწილეები ავრცელებენ. მათი თქმით, სხვადასხვა ქალაქებიდან ხდება  გარკვეული ჯგუფების მობილიზება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ჩაიშალოს. ემიგრანტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მათი ეშინია და ამისთვის გამოყო დიდი ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ადგილზე პროვოკაციების დიდი ჯგუფის მობილიზება მოახდინოს.
 
„გუშინ ჩვენ ვიყავით ბრიუსელში და შეგვხვდნენ ქართველები ცენტრში. ერთი 12-15 ქალბატონი,  რომლებმაც დროშების დანახვაზე იმ წუთასვე თავი აგვარიდეს. არ გამოგველაპარაკნენ და გაგვეცალნენ ცივად. ეგეთი ინფორმაციაც არის რომ აქ პროვოკაციის მიზნით ჩამოიყვანეს სხვადასხვა  ქვეყნებიდან ხალხი. იმედია რომ პროვოკაციას ადგილი არ ექნება. ჩვენ ძალიან მშვიდობიანად ვართ ჩამოსულები და ყველას მოვუწოდებ, რომ არ გვინდა ეს განხეთქილება, პროვოკაციები და ა.შ. ჩვენ ვართ აქ საქართველოს მხარდასაჭერად და ჩვენი შვილების ნათელი მომავალის მხარდასაჭერად,“-განაცხადა ნინო გრძელიძემ.
 
ინფორმაციას ადასტურებს შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი სიგუა. მისი თქმით ლიეჟში მობილიზებულები არიან სპორტსმენები, მათშორის მოჭიდავეები, რომელთა ნაწილ ის თავადაც იცნობს.
 
„მე ვიცი რომ ადამიანებს სთხოვეს მოეწყოთ აქ პროვოკაცია მაგრამ მე დარწმუნებული ვარ  რომ ამ პროვოკაციებს ადგილი არ ექნება. იმიტომ რომ თუნდაც ის მოჭიდავეები რომლებიც არიან ჩამოსული, ან აპირებენ ჩამოსვლას, მე მათ ძალიან კარგად  ვიცნობ პირადად. ეს ადამიანები გვეხმარებოდნენ უსაფრთხოების დაცვაში ანაკლიაში ფესტივალზე. მე ნამდვილად ვიცი რომ აქ არიან სპორტსმენები, არა მარტო მოჭიდავეები არამედ სხვა სპორტსმენები. რომლებიც არ ვიცი რაზე  ფიქრობენ, როგორ ფიქრობენ და რის მოწყობას აპირებენ, თუმცა ნებისმიერი ექსცესი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. თქვენ ნახავთ აქ უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომებს. ერთ ადამიანს თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს ამ კრებაზე ამას გადაყვება ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი კლანიანად,“-განაცხადა გიორგი სიგუამ.
 
სპორტსმენების მობილიზება "კურიერმა" აეროპორტშიც დააფიქსირა. ერთ-ერთი სპორტსმენი, რომელიც "კურიერის" კამერამ გადაიღო აეროპორტში, მოგვიანებით ლიეჟში იმ სასტუმროში მივიდა, სადაც შეხვედრა იმართება.
 
წყარო: რუსთავი2

სიახლეები

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...

2022 წლის შემდეგ პირველად, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

2022 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის...

საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და პოეტის გათავისუფლებას ითხოვენ

საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და პოეტის გათავისუფლებას...

“ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია-ბენჟამინ ჰადადი

ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია,- ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი სოციალურ...