მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების მინისტრის თქმით, მომავალი წლიდან უფასო ფაკულტეტები აღარ იქნება

განათლების მინისტრის თქმით, მომავალი წლიდან უფასო ფაკულტეტები აღარ იქნება

Published on

მომავალ წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული სისტემა გადავა ახალ მოდელზე და ეს იქნება ვაუჩერული სისტემა.
 
„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მომავალ წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს და გადავიდეთ ახალ მოდელზე. ვაუჩერული სისტემა რჩება, ის მიყვება სტუდენტებს პირდაპირ. რაც შეეხება იმ რესურსს, რომელიც მიედინებოდა უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებლებზე, რომელიც ჩამოყალიბდება, ანუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ეს რეალურად გამოსასწორებელია და პრობლემაა, ამიტომ დაახლოებით ერთი თვის, თვენახევრის განმავლობაში დავასრულებთ კონსულტაციებს ამ მიმარულებით“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...