მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ლავრენტი ქირია არ არსებობს. მაშ, ვისგან მოდიოდა ეგზეკუციის დაკვეთა, თქვენ იღებთ...

,,ლავრენტი ქირია არ არსებობს. მაშ, ვისგან მოდიოდა ეგზეკუციის დაკვეთა, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას, შს მინისტრი თუ ქართული ოცნების გუნდის სხვა წარმომადგენელი? ”- სერგი კაპანაძე განათლების მინისტრს მიმართავს

Published on

მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უსმენს.
 
საპარლამენტო უმცირესობის წევრის  სერგი კაპანაძის კითხვები განათლების მინისტრსისადმი ეხებოდა  განათლების სფეროში შექმნილ სიტუაციას ბოლო დღეებში გამოცხადებულ ე.წ. რეფორმებთან კონტექსტში და . ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას მკვლელობის საქმეს. 
 
,, ია კერზაიას საქმეზე მინდა გკითხოთ, ლავრენტი ქირიას წერილი რომ შემოგივიდათ, პირადი ნომრის გარეშე, არასწორი მისამართით, პასუხი რომ გაეცით ლავრენტი ქირიას, შეეცადეთ დაედგინათ, მართლა არსებობდა თუ არა? თუ პირდაპირ თქვენმა თანამშრომელმა ან იქნებ რომელიმე სხვა უწყების თანამშრომელმა დაწერა ეს ანონიმური წერილი? ამ სამარცხვინო ანონიმური წერილის საფუძველზე, სანიმუშო სკოლაში (ეს იმ სკოლებს შორის არის, რომლის პილოტირებას აპირებთ) ამ სამარცხვინო წერილის გამო ეგზეკუცია რომ შეუშვით, ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი თუ შეიძლება, რომ მოგვაწოდოთ – ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას, შს მინისტრი თუ ქართული ოცნების გუნდის სხვა წარმომადგენელი? '' – დასვა კითხვა სერგი კაპანაძემ, რაც შეეხება მის სხვა კითხვებს, დეპუტატმა ისინი ჩამოაყალიბა სემდეგი თანმიმდევრობით: 
 
1. გთხოვთ ზუსტად დაასახელოთ, რა კვლევები გამოიყენეთ, როდესაც იღებდით გამოცდების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას. სახელი, ვისი კვლევაა და რომელ წელს გამოვიდა. კონკრეტულად მაინტერესებს, უნარების გაუქმებისას რომელი კვლევა გამოიყენეთ.
 
2. განათლების კომიტეტთან რატომ არ გაიარეთ კონსულტაცია, ორ კვირაში რომ სამუშაო შეხვედრა გვაქვს, იქნებ ჯერ სამუშაო შეხვედრა ჩაგვეტარებინა და მერე დაგეანონსებინათ ამხელა რეფორმა?
 
3. უნივერსიტეტებს მას მერე რატომ ჰკითხეთ აზრი, როდესაც უკვე გადაწყვეტილება მიიღეთ და დააანონსეთ რეფორმა? პოსტფაქტუმ რატომ ჰკითხეთ, რას ფიქრობდნენ გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით?
 
4. თქვენ აქ ახსენეთ, რომ რეფორმების კონკრეტულ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ მაისშიო, ამხელა რეფორმა რომ დაგეგმეთ, გამოცდები გააუქმეთ ჯერ და ინსტრუმენტებზე მერე რომ გვესაუბრებით, პირიქით ხომ არ აჯობებდა? საღი აზრი იმაში ხომ არ არის, რომ ჯერ შეიმუშავო ინსტრუმენტები, დაგეგმო რეფორმა და მერე გააუქმო გამოცდები?
 
5. თქვენ ბრძანეთ, გამოცდები აცარიელებს სკოლას, რადგან რეპეტიტორებთან დადიან ბავშვებიო. ერთერთი კვლევის მიხედვით, ბავშვები რეპეტიტორებთან იმიტომ დადიან, 33% პროცენტი ამბობს, რომ სკოლაში არის სწავლის ცუდი ხარისხი, გამოცდებს ახსენებს მხოლოდ 14%, ამ კვლევას თუ იცნობთ? საწინააღმდეგო რამეს ამბობს იმასთან შედარებით, რაც თქვენ თქვით.
 
6. თქვენთვის ცნობილია თუ არა, რომ რესურსცენტრები ბევრ რაიონში დაკავებულები არიან პირდაპირ მასწავლებლების ტერორით წინასაარჩევნო პერიოდში, მარტო ზუგდიდის რესურსცენტრში არა, ბევრ სხვა რაიონში იგივე ხდება, ამის შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობთ თუ არა?'' 
განათლების მინისტრს ამ და ბევრ სხვა მწვავე კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. 
 
 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...