მთავარისიახლეებისამართალიპოლონეთის საელჩო საქართველოში ვარშავაში მოკლული საქართველოს მოქალაქის გიზო ბოჭორიშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

პოლონეთის საელჩო საქართველოში ვარშავაში მოკლული საქართველოს მოქალაქის გიზო ბოჭორიშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

Published on

პოლონეთის საელჩო საქართველოში, ვარშავაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. 
 
"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და სამძიმარს ვუცხადებთ ვარშავაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს. საქმეზე გამოძიებას ამჟამად აწარმოებს პოლიცია და პროკურატურა. ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა უშუალოდ დაუკავშირდეთ პოლონეთის საგამოძიებო ორგანოებს ან ვარშავაში საქართველოს საელჩოს," – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე, ზუგდიდის მკვიდრი 40 წლის გ.ბ. საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ინფორმაციას მოკლული მამაკაცის ოჯახის წევრები ადასტურებენ. 
 
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი, რომლესაც ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული, ვარშავის ერთ-ერთ საავდმყოფოსთან უცნობმა პირებმა დატოვეს და მიიმალნენ.   დაღუპულს თან ჰქონდა საქართველოს მოქალაქის პასპორტი ".
 
 გარდაცვლილი ზუგდიდის მკვიდრი გიზო ბოჭორიშვილია, რომელიც პოლონეთში უკრაინიდან ერთი კვირის წინ წავიდა. ერთ-ერთი ვერსიით ქართველია ასევე სავარაუდო მკვლელიც. გავრცელებული ცნობით მომხდარს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, ეჭვმიტანილი დაღუპულს ღამით მიეპარა და ის მძინარე მოკლა. მომხდარის საქმის კურსშია პოლონეთში საქართველოს საკონსულო.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...