მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თქვენ მწუხარებაც არ გამოგიხატავთ იმის გამო, რომ ეგზეკუციამ შეიწირა ჩვენს ქალაქში...

,,თქვენ მწუხარებაც არ გამოგიხატავთ იმის გამო, რომ ეგზეკუციამ შეიწირა ჩვენს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ქალბატონი და რა პირით შეხვდით ამის შემდეგ ზუგდიდელებს? – თენგიზ გუნავა

Published on

„ია კერზაიას ოჯახისთვის თქვენ მწუხარებაც არ გამოგიხატავთ და ამის შემდეგ როგორ მიგაჩნიათ ზუგდიდელებთან შეხვედრა“ – მიმართა  „ევროპული საქართველო – რეგიონების“ წევრმა თენგიზ გუნავამ   განათლების მინისტრს,  რომელსაც დღეს  პარლამენტში მოუსმინეს.
 
თენგიზ გუნავას განცხადებით, განსაკუთრებით აქტუალური საკითხი ია კერზაიას საქმეა და აღნიშნა, რომ დიდი მონდომების მიუხედავად, მან, ზუგდიდელმა კაცმა ,ვერ შეძლო იმ პირის იდენტიფიცირება, ვინც კერზაიას წინააღმდეგ  საჩივარი დაწერა:
 
„დაანონსეთ ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებლის გახსნის შესახებ და იმ ფონზე, როცა განათლების სამინისტროს მიერ წარგზავნილმა ამ სადამსჯელო ჯგუფის წევრებმა შეასრულეს შეკვეთა, რამაც შეიწირა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის საუკეთესო დირექტორი, ქალბატონი კერზაია და თქვენ მწუხარებაც არ გამოგიხატავთ არათუ მიგისამძიმრებიათ ოჯახისთვის და მიგაჩნიათ, რომ ამის შემდეგ ზუგდიდელებთან შეხვედრა, როგორ ფიქრობთ? 
 
მეორე, ამ ანონიმური წერილების საწერად, რომ გაყალბებული სახელი და გვარი იყო წარმოდგენილი, ეს პირველად გავიგე და ზუგდიდელი კაცი ვარ მე, მიმაჩნია, რომ კარგად ვიცნობ ზუგდიდს, მაქსიმალურად მოვინდომე, რომ ეს ადამიანი აღმომეჩინა, მაგრამ არ არსებობს. რა შეგიძლიათ ამაზე გვიპასუხოთ?“ – მიმართა გუნავამ მინისტრს.

სიახლეები

ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ...

უკრაინულმა დრონებმა მოსკოვსა და სტავროპოლზე იერიშები მიიტანეს

12-13 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა იერიშები მიიტანეს რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვის ოლქსა და...

ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა-კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს...

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...