მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სკოლამ შემოწმებაზე იცოდა"-ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორი ია კერზაიას შვილის ბრალდებებს პასუხობს

“სკოლამ შემოწმებაზე იცოდა”-ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორი ია კერზაიას შვილის ბრალდებებს პასუხობს

Published on

ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია კერზაიას შვილის ბრალდებებს პასუხობს. კახა ფარცვანია ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ გენერალური ინსპექციის გადაწყვეტილება მეორე დღესვე გადააგზავნა სკოლაში, რის შესახებაც თავად ია კერზაია ინფორმირებული იყო. ფარცვანია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სკოლის დირექტორზე ზეწოლის ფაქტებსაც უარყოფს.
 
„ამ ბრალდებასთან დაკავშირებით მე მაქვს ეს პასუხი, რომ 22 -ში იცოდა სკოლამ. ანუ გადაეგზავნა ეს დოკუმენტი. დანარჩენი ეს არის საჯარო ინფორმაცია,“-განაცხადა ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორმა კახა ფარცვანიამ.
 
ზუგდიდის მეექვსე სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი მომხდარ ტრაგედიაში კიდევ ერთ დამნაშავედ ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ასახელებს. ია კერზაიას შვილის ინფორმაციით, კახაბერ ფარცვანია არის მთავარი მოქმედი პირი და შუამავალი მეექვსე სკოლის დირექტორის გარდა სხვა პირებზე განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე და მას გადადგომისკენ მოუწოდებს..
 
 
წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/125323

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...