მთავარისიახლეებისამართალიზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს - შვილმოკლულმა მამამ დაზიანებები მიიღო

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს – შვილმოკლულმა მამამ დაზიანებები მიიღო

Published on

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს – მისი ეზოდან გაყვანას რამდენიმე სამართალდამცველი ცდილობდა. შვილმოკლულმა მამამ დაზიანებები მიიღო, როგორც პროკურურში მბიბენ, 
 
ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენებით გაყვანამ გააღიზიანა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა.გატეხილი აქვს თავი. ამჟამად პროკურატურასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ელოდებიან.
 
 
ზაზა სარალიძესთან ერთად ტერიტორია დაატოვებინეს მის თანმხლებ პირებსაც, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილს.
 
რაც შეეხება ნესტან ლონდარიძესა და ალეკო ცქიტიშვილს, ისინი პროტესტის ნიშნად კვლავ პროკურატურის ეზოში რჩებიან.

 
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეპროკურატურააში  მთავარ პროკურორთან დატქმულ შეხვედრაზე მივიდა თუმცა პროკურატურაში განუცხადეს, რომ მიმდინარე საქმეების პროკურორები მას მხოლოდ  მომავალი კვირის სამსაბათს შეხვდებიან.  ამ პასუხით გაღიზიანებული შვილმკვდარი მამა, რომელიც ერთ წელზე მეტია აპროტესტებს საქმის გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურებას და სასამართლოს  მიკერძოებულობას,  უნებართვოდ  შევიდა უწყების ეზოში და  უარს აცხადებდა იქაურობის დატოვებაზე, სანამ პროკურორს არ შეხვდებოდა. 

სიახლეები

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...

გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...

პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...