მთავარისიახლეებიკონფლიქტებიენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა - კარანტინი, რომელიც ორი თვე უნდა გაგრძელებულიყო,...

ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა – კარანტინი, რომელიც ორი თვე უნდა გაგრძელებულიყო, 25 დღეში მოიხსნა, რადგან სოხუმსაც გაუჭირდა

Published on

ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა. კარანტინი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისფლებამ ღორის გრიპის გავრცელების პრევენციის მოტივით გამოაცხადა და  25 დღის მანძილზე გრძელდებოდა, მოხსნილია.
 
. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსი რეზო ქობალია ადასტყრებს, რომ დღეს დილიდან  გადმოსვლა შეუფერხებლად  დაიწყეს   ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ფორმა #9 და დროებითი ბინადრობის მოწმობა, რაც შეეხება ე. წ.   აფხაზურ მწვანე პასპორტებს, საოკუპაციო საზღვარზე ქართველებისტვის ამ დოკუმენტით გადმოსვლა შეუძლებელია, რანდენადაც  ვადაგასულად არის გამოცხადებული.
 
დღეს ხალხის ნაკადი  დიდი იყო , მაგრამ იმაზე ნაკლები,  ვიდრე  სხვა სიტუაციაში შეიძლება ყოფილიყო. საქმე ისააა, რომ  მოსახლეობაში  აქამდე არაერთხელ გავრცელდა ცრუინფორმაცია  კარანტინის მოხსნის შესახებ და ბევრმა საკითხის საბოლოო დადასტურებამდე  გადმოსვლისგან თავის შეკავება გადაწყვიტა. 
განსაკუთრებით დიდ ნაკადს ხიდზე  ხვალიდან ელიან –  ფაქტობრივმა იზოლაციამ გალის  რაიონში უმძიმესი პრობლემები შექმნა – ხალხი პროდუქტების, მედიკამენტების  და გადაუდებლი საჭიროების ნივთების გარეშე დარჩა,  პრობლემები შეექმნათ სტუდენტებს, მოსწავლეებს , ავადმყოფებს,  რადგან ხიდზე მოძრაობა მხოლოდ  ენგურჰესის თანამშრომლებს და განსაკუთებით მძიმე ავადმყოფობისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის მქონეებს  შეეძლოთ. 
 იზარალეს არამხოლოდ გალის მცხოვრებლებმა – პროდუქტების ფასმა საგრძნობლად მოიმატა როგორც გალის, ისე სოხუმის ბაზარზე, რადგან  ენგურს გამოღმიდან იქ შეტანილ პროდტების ხვედიი წილი აფხაზეთის მომარაგებაში საკმაოდ დიდია. 
 
ამდენად,  კარანტინის მოხსნაზე  სიხუმის მოსახლეობის განწყობებმაც იმოქმედა. რაც შეეხება გალის მცხოვრებლებს, მათ  გადაადგილების აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციაც კი გამართეს ქალაქის ცენტრში და გალის ადმინისტრაციის უფროსთან შეხვედრაზე თავიანთი უკმაყოფილება დაპრეტენზიები გააჟღერეს.
 
 
ჩვენი რესპონდენტები ამბობენ იმასაც, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ გამოჩენილი ყურადღება გალის ადმინისტრაციის მხრიდან  უბრალოდ  ნადარაიას კეთილი ნება კი არ იყო, არამედ  ზოგადად აფხაზეთის მოსახლეობის წინაშე ხიდის ჩაკეტვით გამოწვეული პრობლემების გათვალისწინების შედეგი. 
 
შეგახსენებთ, ენგურის ხიდი 11 იანვარს ჩაიკეტა. მაშინ დაანონსდა, რომ კარანტინი ორ თვეს გაგრძელდებოდა.

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...