მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩემი შვილი უდანაშაულოდაა დაჭერილი"- თენგიზ ქობალიას ოჯახი პროკურატურასთან აქციას მართავს

ჩემი შვილი უდანაშაულოდაა დაჭერილი”- თენგიზ ქობალიას ოჯახი პროკურატურასთან აქციას მართავს

Published on

დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებული თენგიზ ქობალიას ოჯახი და ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ისინი პროკურატურასთან მივიდნენ და აქცია გამართეს. გამოძიება თენგიზ ქობალიას ედავება, რომ მან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიას და ვიცემერის, გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ქობალიას დაცვის მხარე, მისთვის აღკვეთის ღონისძიების 65 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ის პატიმრობაში დატოვა.
 
„ჩემი შვილი უდანაშაულოდაა დაჭერილი და ვითხოვ სიმართლეს, მთავარ პროკურორთან მინდა შეხვედრა და კაციშვილი არ გამოჩენილა, გვატყუებენ რომ ამბავს გამოგვიტანენ. მე ფეხის გადამდგმელი არ ვარ აქედან. სათხოვარიც არაფერი არ მაქვს, იმიტომ რომ მთელმა ზუგდიდმა და დასავლეთმა იცის, რომ უდანაშაულოდ დაიჭირეს, 8 ათასი თანადგომის ხმა არ გაიზიარეს.“- განაცხადა თენგიზ ქობალიას დედამ ნათელა ჯოლოგუამ.
 
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნით მიმდებარედ გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა. დაძაბული ვითარების გამო ნათელა ჯოლოგუა ცუდად გახდა.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...