მთავარისიახლეებისამართალი,, არ გვინდა, მამა გიორგი მიცვალებული გამოვიყვანოთ ციხიდან"- ე.წ. ციანიდის საქმეზე...

,, არ გვინდა, მამა გიორგი მიცვალებული გამოვიყვანოთ ციხიდან”- ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ოჯახი საპროტესტო აქციებს იწყებს

Published on

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ოჯახი დღეს  15:00 საათზე თბილისში, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციებს იწყებს. 
 
 დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთლობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
 
"2 წელია, რაც დეკანოზე სასჯელს იხდის, საპატრიარქოში არსებული გარკვეული ჯგუფისა და ხელისუფლების დახმარების წყალობით. მისი მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება. ორი წელია ზიარებას ითხოვს. ის სასულიერო პირია და მას წმიდა ზიარების მიღება სჭრდება. არ გვინდა, რომ მამა გიორგი მიცვალებული გამოვიყვანოთ ციხიდან"- ამბობს თორნიკე მამალაძე. 
 
სასამართლომ დეკანოზი მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულად ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე სტრასბურგშია გადაგზავნილი. წმინდა სინოდი კი ორი წელია დუმს.
 
მღველმთავართაგან  მხოლოდ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე  აკეთებს უკომპრომისო განცხადებებს დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით და  აცხადებს, რომ  რომ ქართველი ერი სიმართლის დადგენას აუცილებლად მოითხოვს:
 
„როგორც თავიდანვე ეს საქმე იყო უსამართლობითა და სიბილწით შეკერილი, არ მოინდომეს სამართლიანობა და სიმართლე და აირჩიეს სიცრუის გზა. დღემდე ამ სიცრუით ვლენ მავანნი, სამწუხაროდ. ამიტომ შეუძლებელია, ქართველმა ერმა არ მოინდომოს სიმართლის გარკვევა.
 
როგორც სახარების თანახმად, როგორც უფალი იესო ქრისტე მოიხსენიებს მსაჯულს, რომ ღმერთის არა ეშინოდათო და ხალხის არა რცხვენოდათო. აი, გამოჩნდნენ ადამიანები მათ შორის საპატრიარქოში , სასულიერო პირების, თუ ერისკაცების სახით,რომელთაც ღმერთის არ ეშინიათ და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ, მაგრამ ქართველი ერი აუცილებლად მოითხოვს, რომ სიმართლე დადგინდეს,“-ამბობს მეუფე პეტრე.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...