მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ ჩაწერა სკანდალური ვიდეო? - „ეკა ბესელიასთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერში ჩანს iPhone...

ვინ ჩაწერა სკანდალური ვიდეო? – „ეკა ბესელიასთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერში ჩანს iPhone 5, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გამოსული არ იყო“

Published on

ეკა ბესელიასთან დაკავშირებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეო კადრებში სავარძელზე ჩანს ტელეფონი აიფონ-5. როგორც გადაცემა „აქცენტებში“ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, აღნიშნული ტელეფონი გამოვიდა 2012 წლის მიწურულს და ის საქართველოში 2012 წელს, ანუ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ვერ იქნებოდა. იმ ფონზე, როცა ხელისუფლების მხრიდან ხდება აპელირება იმაზე, რომ კადრები წინა ხელისუფლების პერიოდშია ჩაწერილი, ნიკა გვარამიას კითხვა აქვს ხელისუფლებასთან და საგამოძიებო უწყებასთან, როგორ მოხვდა კადრებში აიფონ-5, რომელიც 2012 წლის დეკემბრამდე გამოსული არ იყო.
 
ცნობისათვის, iPhone 5–ის პრეზენტაცია პირველად 2012 წლის 12 სექტემბერს, სან ფრანცისკოს ერთ–ერთ ხელოვნების ცნტრში გაიმართა და შესაბამისად, ის საქართველოში 2012 წელს ვერ შემოვიდოდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...