მთავარისიახლეებიპოლიტიკამოსკოვის საპატრიარქოს ღია შანტაჟი. თეოლოგები საქართველოს საპატრიარქოს საპროტესტო ნოტის გაგზავნისკენ მოუწოდებენ

მოსკოვის საპატრიარქოს ღია შანტაჟი. თეოლოგები საქართველოს საპატრიარქოს საპროტესტო ნოტის გაგზავნისკენ მოუწოდებენ

Published on

,,ეს არის მუქარა. თანასწორი და თანაბარი ეკლესიები ერთმანეთს ამგვარი ტონით არ უნდა ესაუბრებოდნენ. თუ ჩვენ ამგვარ განცხადებას გადავიტანთ პოლიტიკურ სფეროში ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს პროტესტის ნოტას გაუგზავნიდა.'' – 
ასე ეხმაურება თეოლოგი გოჩა ბარნოვი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის განცხადებას
 
მე არ ვიცი, ხვალ ან ზეგ საქართველო საპატრიარქო რა განცხადებას გააკეთებს ამ თავხედური, უზრდელური განცხადების გამო, მაგრამ აუცილებელია გაკეთდეს განცხადება, თუ რას ნიშნავს ერს მუქარის ტონი, როცა ორი თანაბარი ეკლესიიდან ერთი მეორეს ემუქრება. სინოდმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განცხადება ამ ტონთან მიმართებაში და იმ შინაარსთან მიმართებაში რაც მან თქვა  ამ განცხადების დროს – რა გვემუქრება ჩვენ თუ დავდგებით სიმართლის მხარეზე და დავუჭერთ მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას,“-ამბობს იგი.
 
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა კი ფიქრობს, რომ საპატრიარქო ცდილობს სინოდი შულავერის კომიტეტად აქციოს. მირცხულავას განცხადებით, ,,რუსეთი ქართული საზოგადოების დაშინებას ცდილობს. დღეს არის მცდელობა, რომ საპატრიარქომ სინოდი აქციოს შულავერის კომიტეტად,რომელიც თავის იდეოლოგიური მრწამსით სრულად უნისონში მოდის რუსეთის ინტერესებთან. თუმცა მას კიდევ აქვს არჩევანი რა გზით წავიდეს''
 
საეკლესიო სამართლის სპეციალისტი ვლადი ნარსია კონსტანტინოპოლსა და რუსეთს შორის განსხვავებაზე ამახვილებს ყურადღებას. 
 
,,აი, რა განსხვავებაა კონსტანტინოპოლსა და რუსეთს შორის! კონსტანტინოპოლის წარმომადგენელმა ქრისტიანული ეთიკის სრული დაცვით განუმარტა საქართველოს ეკლესიას საკუთარი პოზიცია. არავითარი იმპერატიული ტონი არ შეიმჩნეოდა მიტროპოლიტი ემანუელის განცხადებებში. მინიშნებითაც კი არ უთქვამს (ორჯერ შეუბრუნა ჟურნალისტმა შეკითხვა) საკუთარი სურვილების შესახებ და სრულიად ნეიტრალური სივრცე დატოვა სამსჯელოდ კონსტანტინოპოლსა და საქართველოს ეკლესიას შორის. სწორედ ეს აღნიშნა მოსაყდრე შიომ, როცა მიტროპოლიტი ემანუელის კორექტულობასა და თავაზიანობაზე საუბრობდა. 
 
მოსკოველი მიტროპოლიტი ილარიონ ალფაევი ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს არღვევს და იმპერატიული ტონით აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესია მხარს არ დაუჭერს უკრაინის ავტოკეფალიას. დამაკნინებელი ტონით საუბრობს საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრ ეპისკოპოსებზე („რამდენიმე ახალგაზრდა ეპისკოპოსი“). წარმოგიდგენიათ, როცა საჯარო განცხადებას ასეთი ტონალობით აკეთებს რას იზამს და როგორ მოიქცევა დახურულ შეხვედრებზე საპატრიარქოში?! ან, საქართველოს ეკლესიის დელეგაციას როგორ დაელაპარაკებიან მოსკოვში ვიზიტების დროს?! ეს არის რუსეთი! ეს არის მტერი, რომლის ბოგინი უნდა დასრულდეს საქართველოს საპატრიარქოში. რომ არა საყრდენი ჯგუფი საპატრიარქოში ალფაევი ვერ გაბედავდა ასეთ თავხედობას!
 
საინტერესოა საპატრიარქო და მეუფე შიო როგორ შეაფასებს მოსკოველი მიტროპოლიტის ამ განცხადებას – იყო ეს განცხადება თავაზიანი და კორექტული? ” – წერს ვლადი ნარსია.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...

“საქართველოსთვის ჯაშუშობის” ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

რადიო თავისუფლების პროექტი Эхо кавказа წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით...

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

დაკავებულია სუს-ის ექს-შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე...