მთავარისიახლეებისამართალიბაჩანა შენგელია ფოტოდოკუმენტებს აქვეყნებს: ,,ეს არის ლავრენტი ბატიაშვილის და მისი სამინისტროს რეალური...

ბაჩანა შენგელია ფოტოდოკუმენტებს აქვეყნებს: ,,ეს არის ლავრენტი ბატიაშვილის და მისი სამინისტროს რეალური სახე, ისინი მზად არიან სიკვდილამდე მიიყვანონ ყველა, ვინც მათ არ ემონება”

Published on

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ფეისბუკზე  აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც ასახულია ის მიზეზები, რომლის გამოც მისი დედის სკოლაში შემოწმება შევიდა და ის სკოლის არასათანადო მართვაში დაადანაშაულეს. აღნიშნულ შემოწმებას ია კერზაია მასზე პოლიტიკურ ზეწოლად აფასებდა.
 
მისი თქით, ის იმის გამო ისჯებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მმართველი გუნდის სასარგებლოდ მასწავლებლებზე ზეწოლის განხორციელებაზე უარი უთხრა
 
“პირველი ,,სერიოზული ბრალდება'' ხომ გახსოვთ? სკოლაში უწყლობას უკავშირდებოდა და მტკიცებულება გამოვაქვეყნეთ, რომ ზუგდიდში არათუ მე-6 სკოლას ან უბანს, მთელ ქალაქს წყალი არ მიეწოდება.
 
მეოდე ,,ბრალდება'', რითაც განათლების სამინისტროს ,,აპრავებს'' მე-6 საჯარო სკოლის შესამოწმებლად წუთებში შემოსვლას არის ფოტოების სახით მოცემული, რასაც მათ მისცეს კვალიფიკაცია ,,სკოლის ფართით მესამე პირების მიერ უკანონოდ სარგებლობა''.
 
 
ეს არის ლავრენტი ბატიაშვილის და მისი სამინისტროს რეალური სახე, ისინი მზად არიან სიკვდილამდე მიიყვანონ ყველა, ვინც მათ არ ემონება.
 
თქვენ კი, სერიოზული სახით განიხილეთ მათი ,,რეფორმები'', აქეთ ან აძაგეთ უნარების ტესტების გაუქმება და შემოგვთავაზეთ თქვენი სიღრმისეული დასკვნები ამ თემაზე. გავიწყდებათ, რომ მკვლელი მინისტრი და საჯარო მოხელეები თქვენი პრობლემაც არის. შეხედეთ კარგად ფოტოებს, ეს არის რეალობა რის გამოც წირავენ ისინი საკუთარი სისტემის თანამშრომლებს, მასწავლებლებს, დირექტორებს… ეს სისტემა არის მოძალადე და მკვლელი, მათი შემოთავაზებული არც რეფორმა მინდა მე პირადად და არც გაზრდილი მომავალი თაობა, პირველ რიგში უნდა გასამართლდნენ!”- წერს ბაჩანა შენგელია.
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...