მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI: გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის...

NDI: გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის აუცილებელია

Published on

NDI-ის გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის აუცილებელია.
 
გამოკითხულთა 21% კი მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი ეროვნული გამოცდებისთვის არ არის აუცილებელი, კითხვაზე არ პასუხი არ აქვს 5%-ს.
 
რაც შეეხება კითხვას, საჭიროა თუ არა სკოლის საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის რეპეტიტორი, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა: 55% – საჭიროა, 40% არ არის საჭირო, ხოლო 5%-მა პასუხი არ იცის.
 
ასევე, კითხვაზე, საჭიროა თუ არა რეპეტიტორი სკოლაში კარგად სწავლისთვის, მონაცემები ასეთია: საჭიროა – 47%, არ არის საჭირო -48, ხოლო 5%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
 
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....