მთავარისიახლეებისამართალიადვოკატი: " ლუკამ სიმარტოვის საკანს ვერ გაუძლო და გაუცხოების გრძნობა აქვს"

ადვოკატი: ” ლუკამ სიმარტოვის საკანს ვერ გაუძლო და გაუცხოების გრძნობა აქვს”

Published on

დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედროს ლუკა ჩხეტიას ოჯახი 31 იანვარს თბილისში, საქართველოს პროკურატურასთან აქციას გამართავს. "სახალხო დამცველის ჩართვას ვითხოვთ ამ ამბავში, ნახოს ნინო ლომჯარიამ ჩემი ძმა რა მდგომარეობაშია, რომ ჩვენ არ ვაჭარბებთ. მას აქვს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა"- განაცხადა ლუკა ჩხეტიას დამ მარი ჩხეტიამ. რაც შეეხება ადვოკატს, მან განაცხადა, რომ ყოველდღიური კონტაქტი აქვს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან, ის გადაყვანილია საავადმყოფოში. მსჯავრდებულს გაუცხოების გრძნობა აქვს, რადგან ლუკა ჩხეტია და მასთან ერთად დაკავებული უკრაინის მოქალაქეები საკანში მარტო მოათავსეს, სწორედ ამან განაპირობა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესება. "- განაცხადა გიორგი როსტომაშვილმა. მისი თქმით, მისთვის გაუგებარია, რა საჭირო იყო ამ ადამიანების ჩასმა მარტო საკანში, როცა მათ არ ქონიათ იარაღი და ყველამ იცის, რომ ის იარაღი, რომელიც ამოღებულია ნივთმტკიცებად, მათ არ ეკუთვნით. " არანაირი გადატრიალების გეგმა მათ არ ქონიათ და არც იარაღი ქონდათ, რა საჭირო იყო ეს განმარტოება. რაც შეეხება ლუკას, მას ადვოკატის თქმით, ერაყში მიღებული ქონდა ტრამვა და ვერ გაუძლო სამარტოო საკანს, როგორც ლუკა ამბობს, ის არის უდანაშაულო"- განაცხადა ადვოკატმა.ლუკა ჩხეტია გასული წლის ნოემბერში თბილისში 5 უკრაინელ სამხედროსთან ერთად დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ისჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან დაკავებული

 

სიახლეები

EU კანდიდატ ქვეყნებს კონკრეტული პირობებით ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის-POLITICO

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული ევროკომისიის წინადადების პროექტის თანახმად, ევროკავშირი ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის იმ ქვეყნებს,...

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...