მთავარისიახლეებიპოლიტიკავაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს - მან დააკავშირა გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ...

ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს – მან დააკავშირა გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენთან, რომელიც წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული

Published on

 სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავა.
 
სუს-ის ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული
 
ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში   თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ  გამოძიების და საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა მუნიციპალიტეტის ყველა წარმომადგენელს ყურადღებით და ფრთხილად ყოფნისკენ მოუწოდა.
 
„ძალიან ცუდია, რომ ჯერ კიდევ ვერ გაიგო ყველამ, რომ არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც არ შეიძლება და რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. თუ გავიხსენებთ ამ წლის დასაწყისში პირველივე სხდომაზე მერმა გააკეთა განცხადება და გააფრთხილა ყველა, რომ ყველა ყოფილიყო ფრთხილად, ხოლო ვინც ეს განცხადება ასე მარტივად გაატარა და მიიღო გადაწყვეტილება კორუფციაში ჩართვაზე, გაეცემა შესაბამისი პასუხი. მე არ მინდა ბრალზე ვისაუბრო წინასწარ, რადგან ამას აქვს თავისი სამართლებრივი პროცესი და არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ყველა თანამშრომელმა, ვინც კი მუნიციპალიტეტში მუშაობს და მსგავსი რამ თავში გაუვლია – მოგყვებით ბოლომდე და აუცილებლად დაადგებით იგივე გზას, როგორსაც ადგანან კორუფციაში ჩართული ადამიანები“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...