მთავარისიახლეებიპოლიტიკათავდასხმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტზე - დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს

თავდასხმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტზე – დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს

Published on

 
 "რუსთავი2"-ის ჟურნალისტის დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე იპოვეს. 
ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს .
ჟურნალისტი ამბობს, რომ მომხდარს ვერაფერს უკავშირებს. თავად ტელეკომპანია კი განმარტავს, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა.
სწორედ, დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს.
სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს.
 
ჟურნალისტის სახლზე სროლის ფაქტს გამოეხმაურა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორიც
 
"მე წინასწარ ვერავის დავადანაშაულებ, მაგრამ აბსოლუტურად ცხადია პირადად ჩემთვის, რომ დავით ერაძეზე თავდასხმა უკავშირდება მის სკანდალურ რეპორტაჟს ე.წ. მოჭიდავეების საქმესთან დაკავშირებით,"-  განაცხადა მან. .  
 
ნიკა გვარამიას თქმით, ფაქტზე რეაგირება სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დროულად მოახდინონ. მისივე განცხადებით, მოძალადეების წახალისება მსგავს ფაქტების გახშირებას ხელს უწყობს. 
 
"ჩვენ გავერკვევით დეტალებში. პირველადი ანალიზით, ეს არის თავდასხმა იმიტომ, რომ მუქარებიც იყო, ეს არის სრული კატასტროფა. ეს არის შეიარაღებული თავდასხმა ჟურნალისტზე და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის გამო. მივმართავ საქართველოს პროკურატურასაც და შს მინისტრსაც, ჯერ ერთი, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს საქმე და მეორე, ასეთია მათ მიერ წახალისებული მოძალადეები, რომლებიც 5 ათას ლარიანი გირაოთი დადიან გარეთ და ახდენენ ორგანიზებას უკვე ჟურნალისტებზე თავდასხმისა.  უმკაცრესი იქნება ჩვენი რეაგირება, ყველა სამართალდამცავ ორგანოს მოვუწოდებ, იყოს ადეკვატური, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გადავა მთლიანად მათი პასუხისმგებლობის სფეროში,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...