მთავარისიახლეებისაზოგადოებატელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ლევან ჩხაიძეს თბილისში ხვალ ჩამოასვენებენ

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ლევან ჩხაიძეს თბილისში ხვალ ჩამოასვენებენ

Published on

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ლევან ჩხაიძეს თბილისში ხვალ ჩამოასვენებენ. პანაშვიდი 26 იანვარს, წყნეთში, ფიროსმანის ქ. 6-ში გაიმართება, 27 იანვარს, 15 საათზე, ლევან ჩხაიძეს ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ

მანამდე კი ტვ პირველში გაახსნილია სამძირის წიგნი, რომელშიც ლევან ჩხაიძის კოლეგები, პოლიტიკოსები, ზოგადად მოქალაქეები მისი გარდაცვალების სამწუხარო ფაქტს ეხმაურებიან.

33 წლის გარდაიცვალა ჩვენი ჟურნალისტური ოჯახის გამორჩეული წევრი ლევან ჩხაიძე, ახლობლებისთვის – ჯაკო.მეგობრები შეძრწუნებული ვართ თავზარდამცემი ამბით და ვუსამძიმრებთ ლევანის ოჯახს, კოლეგებს და მაყურებლებს"- აცხადებენ ტელეკომპანიაში.

ბევრი იწერება სოციალურ ქსელებშიც„ ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასი მეგობარი მომიკვდა. ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საყვარელი.  და მგონია, რომ მეც მოვკვდი“.- წერს ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია 
 
„როცა ყველა დაპირისპირება, კონფლიქტი, შური, ბოღმა აზრს კარგავს. რაში ვკარგავთ დროს! ჩვენი კოლეგა, ძალიან კარგი ბიჭი აღარ გვყავს. ჯაკო“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ჟურნალისტის გარდაცვალებას ეხმაურებიან პოლიტიკოსებიც. ისინი მის პროფესიონალიზმზე და მოალაქრობრიბ პასუხისმგებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.  ერთერთი ასეთი გამოხმაურება ეკუთვნის საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

,,ლევან ჩხაიძე იყო ძალიან ძლიერი ჟურნალისტი და უბრალოდ უმაგრესი ადამიანი და მოქალაქე. ამ ახალგაზრდას წასვლა დიდი დანაკლისია საქართველოსთვის.''- წერს იგი თავის პირად ფეისბუქგვერდზე

სიახლეები

ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა-კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს...

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...