მთავარისიახლეებიკონფლიქტებიქართველებმა გალში მიტინგი გამართეს და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ,, ენგურის"' დახურვა გააპროტესტეს

ქართველებმა გალში მიტინგი გამართეს და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ,, ენგურის”‘ დახურვა გააპროტესტეს

Published on

23 იანვარს გალში რაიონის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართა მიტინგი, რომელზედაც ქართველებმა საკონტროლო-გამშვები პუნქტის ,, ენგურის"' დახურვა გააპროტესტეს. – ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია აქვეყნებს. შეკრებილთა რაოდენობა დაახლოებით 80 ადამიანიიყო. გალის ადმინისტრაციის ხელმზღვანელმა თემურ ნადარაიამ მომიტინგეები მიიწვია სააქტო დარბაზში  სიტუაციის განმარტების მიზნით. 
 
,,უნდა გვესმოდეს, რომ ეს ზომები აუცილებელი გახდა იმისათვის, რომ დავიცვათ აფხაზეთის მოსახლეობა ღორის გრიპის გავრცელებისაგან, შეგახსენებთ, რომ 2016წელს აფხაზეთში   H1N1ვირუსმა 4 ადამიანი იმსხვერპლა. ვირუსი მაშინაც სავარაუდოდ საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდა.'' -განაცხადა ნადარაიამ.
 
 მიტინგის მონაწილეებთან შეხვედრაზე  განხილულ იქნა პერსონალური შემთხვევები და საჭიროებები იმ ადამიანებისა, რომელთათვისაც აუცილებელია საზღვრის გადაკვეთა სხვადასხვა გადაუდებელი მიზეზით და მათთვის გამონაკლისის სახით შესაბამისი ნებართვაც გაიცა.
, ,,საზღვრის დახურვა მოულოდნელი და უკიდურესად არასასიამოვნო აღმოჩნდა გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის,რომელთაც სხვადასხვა მიზნით ხშირად უწევთსაზღვრის გადაკვეთა. გალელები საქართველოში  გადადიან სამუშაოდ, სასწავლებლად , სამკურნალოდ, სოციალური შემწეობებისთვის, პროდუქტების შესაძენად. საზღვრის დახურვამ მათ დიდი პრობლემები შეუქნნა და საგრძნობლად გაზარდა ფასები პროდუქტებზე გალის ბაზარში.'' –  წერს  ,,გაზეტა ნუჟნაია'' ( ინფორმაციაში აფხაზი ავტორის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია   დაცულია –  ოდიში ნიუსი).
 
შეგახსენებთ, საკონტროლო -გამშვები პუნქტი ,,ენგური'' ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  გადაწყვეტილებით 10 იანვრიდან ორი თვით დაიხურა საქართველოში  H1N1-ის შტამის გავრცელების გამო. ამ პერიოდში პირობითი საზღვრის გადაკვეთა  ნებადართულიამხოლოდ ენერგეტიკოსებისათვის და მძიმე ავადმყოფებისათვის, რომელნიც ენგურს გამოღმა მკურნალობენ.  

 

 

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...