მთავარისიახლეებიპოლიტიკამურუსიძე აცხადებს, რომ არ მოხდება ადგეს და გადადგეს, როცა ამდენი ნერვები შეალია...

მურუსიძე აცხადებს, რომ არ მოხდება ადგეს და გადადგეს, როცა ამდენი ნერვები შეალია სასამართლოს წარმატებას

Published on

“როდესაც მე გავხდი იუსტიციის საბჭოს მდივანი, ზოგადად, ძალიან დიდი ძალისხმევა განვახორციელე, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" მართლმსაჯულების სათავეები გამომეტანა და სასამართლო დამდგარიყო რეალურად დამოუკიდებლობის გზაზე. – განაცხადა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში "პირისპირ''
 
თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით იმასაც ვაცხადებ, რომ ეს სადავეები "ქართული ოცნებისთვის" ნამდვილად არ ჩამიბარებია და თუ გადახედავთ ამ სტატისტიკასაც და განსაკუთრებით იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, საქართველოს სასამართლო ევროკავშირში არის მე-18 ადგილზე.
 
ეს წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, მივაღწიეთ ძალიან დიდი შრომის შედეგად. ამაში ჩადებულია ძალიან ბევრი მოსამართლის შრომა, ჩვენი ნერვები, გათენებული ღამეები. ვერ წარმოიდგენთ რამხელა წნეხს განვიცდი პირადად მე და ჩემი ოჯახის წევრები, მოხუცი მშობლები, სახლში რომ მივიდოდი, რეალურად კითხვის დასმასაც ვერ ბედავდნენ, რომ ვთქვათ, როგორ იყო საქმე და რა პრობლემები შეიძლება შემქმნოდა.
 
ამ ყველაფრის გამო მე ვერ გავაკეთებ იმას, რომ ყველაფერს ხაზი გადავუსვა და ვერ მივცემ კომფორტს ვერც პოლიტიკურ პარტიებს და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციებს, როდესაც სასამართლომ ამხელა წარმატებას მიაღწია, რომ მე ავდგე და გადავდგე 
 
 
“ერთადერთი საშუალება არის ის, რომ თუ "ქართული ოცნება" აყვება იმ პიარს, რომელიც წამოსულია "ნაციონალური მოძრაობიდან", არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ზოგადად ეს არაჯანსაღი შეტევა, რომელიც ხორციელდება სასამართლოზე,და  გადაწყვეტს, რომ  დასაჯოს ეს სასამართლო სისტემა, ამისთვის მე მზად ვარ, მაგრამ ის, რომ მე ყველაფერს ხაზი გადავუსვა, ეს იქნება ღალატი ყველა იმ ადამიანის, ვინც მუხლჩაუხრელად იბრძოდა ამ შედეგებისთვის და მე პირადად არ ვაპირებ ეს კომფორტი ამ პოლიტიკურ პარტიებს მივცე ”- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...