მთავარისიახლეებიმსოფლიომსოფლიოს მოსახლეობის ნაწილი მთვარის სრული დაბნელების მოწმე გახდა

მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილი მთვარის სრული დაბნელების მოწმე გახდა

Published on

 
მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილი მთვარის სრული დაბნელების მოწმე გახდა. სავსე მთვარეობა გრინვიჩის დროით 02:35 დაიწყო და 07:49-ზე დასრულდა, მთვარის სრული დაბნელება კი 05:12 მოხდა.
 
მთვარის სრული დაბნელების ნახვა შესაძლებელი იყო დიდ ბრიტანეთში, რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში, პორტუგალიაში, დასავლეთ აფრიკის ნაწილში, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში.
 
ეს მოვლენა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, როდესაც სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება ერთმანეთს ემთხვევა. დედამიწა ექცევა მზეს და მთვარეს შორის.
 
 
ჩვენი პლანეტის ჩრდილი კი მთვარეზე წითლად ჩნდება, სწორედ აქედან მომвინარეობს ამ მოვლენის სახელწოდებაც ”სისხლიანი მთვარე”. ამასთავე მთვარე თავის ორბიტის იმ ნაწილში ექცევა სადაც ის დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა, ამიტომაც დედამიწელებს ის გაცილებით დიდი ზომის სუპერმთვარედ ეჩვენებათ. მეცნიერები ირწმუნებიან , რომ ეს უბრალო კოსმოსური მოვლენაა და არაფერს აპოკალიფსურს არ მოასწავებს.
 

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...