მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებთან ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებთან ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

Published on

ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებთან ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნისთვის დამღუპველი უწოდა და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საქართველოდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინება დაასახელა. შეხვედრას 400-მდე ადამიანი ესწრებოდა. „ეს არის ტრაგედია, რომ ბევრ თქვენგანს უხდება ჩვენი ქვეყნის გარეთ ყოფნა. ეს არის ტრაგედია ქვეყნისთვის პირველ რიგში და ეს არის ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ მთელი ქვეყანა უნდა გადაიქცეს საკარმიდამო ნაკვეთად ერთი ოლიგარქის, ერთ ფეოდალის და ის არის დაინტერესებული იმაში, რომ არ იყოს ხალხი და განსაკუთრებით ბოლო არჩევნების შემდეგ. როდესაც პირველი ტური მან წააგო და დაინახა, რომ ეს ხალხი, რომელიც ეგონა, რომ დაჩაგრა, დააშინა, გააღატაკა და გააუბედურა ბოლომდე, პრინციპში კიდევ აქვს უნარი, რომ რაღაც წინააღმდეგობა გაწიოს,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...