მთავარისიახლეებისაზოგადოება"უკვე ჯოჯოხეთში ხარ და ვერ ხვდები, უგუნური ხარ, ჭკუა დაკარგული გაქვს, ვიღაცის...

“უკვე ჯოჯოხეთში ხარ და ვერ ხვდები, უგუნური ხარ, ჭკუა დაკარგული გაქვს, ვიღაცის რუპორებზე უკრავ”- სხალთის ეპისკოპოსი მეუფე პეტრეს უპირისპირდება

Published on

საპატრიარქოში ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა, ამჯერად ერთმანეთს წმინდა სინოდის ორი წევრი – მეუფე პეტრე და სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი დაუპირისპირდნენ.
 
ხმაური სხალთელი მეუფის ქადაგებას მოჰყვა. მეუფე სპირიდონმა ამბიონიდან მეუფე პეტრე შეურაცხყო. 
 
„შე უბედურო, შენ მაშინ, ბოდიში და მოკლე შარვლით დარბოდი, ტრუსიკით დარბოდი ქუჩაში, ბავშვი იყავი, რა იცი, მაშინ რა ხდებოდა. შენ იცი გადმოცემით, რაც მაშინ ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ შეთხზა და დღეს ნეობოლშევიკები თავში გტენიან. ყველაფერს აქვს საზღვარი, ცილისწამებას, გათახსირებას, უნამუსობას და პატრიარქის წინააღმდეგ ომს, საზღვარი აქვს, შეიძლება ყველა საზღვარს გადახვიდე, კაცო? შენს თავს დაღუპავ, შვილო, მეტი არაფერი არ არის ეს, წაიწყმიდავ, უკვე ჯოჯოხეთში ხარ და ვერ ხვდები, უგუნური ხარ, ჭკუა დაკარგული გაქვს, ვიღაცის რუპორებზე უკრავ, ვის რუპორებზე – ვისაც უნდა, რომ საქართველოს ეკლესიაში შფოთი ატეხოს, ვინ არის ეს? კარგად ვიცი, ვინც არის. ყველამ ვიცით ჩვენ, ვინ არის, ვინც ტრანსგენდერობას, პიდარასტობას და ჰომოსექსუალობას მთელ მსოფლიოში აკანონებს. შენ, ჩემო ძამიკო, უნდა გიტარონ ცოცხალთათვის პანაშვიდი, დაღუპული ხარ,“ – ამბობს მეუფე სპირიდონი.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...