მთავარისიახლეებისაზოგადოებადიდი დიღომში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგრადობის შესწავლა ექსპერტებმა დაიწყეს

დიდი დიღომში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგრადობის შესწავლა ექსპერტებმა დაიწყეს

Published on

დიდი დიღომში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგრადობის შესწავლა ექსპერტებმა დაიწყეს. ადგილზე სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან და ვითარებას ეცნობიან.
 
ტრაგედიის ადგილზე შს სამინისტროს მეთვალყურეობით შევიდნენ ჟურნალისტებიც. 
 
როგორც კადრებში ჩანს, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, მეექვსე სართულზე დანგრეულია ყველა საცხოვრებელი სახლი, მოშლილია ტიხრები და ჩამტვრეულია ფანჯრები.
 
მოსახლეობის ევაკუირება ორი საცხოვრებელი კორპუსიდან სრულად მოხდა.
 
აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. დაშავდა რვა ადამიანი, ამ დრომდე კლინიკაში რჩება ერთი დაშავებული მცირეწლოვანი. გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
 
ბუნებრივი აირის აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, მოსახლეობამ გაზის სუნი იგრძნო, რის გამოც ადგილზე სპეციალური სამსახური გამოიძახა, თუმცა მათ გაზის გაჟონვის ფაქტი ვერ დაადგინეს. 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...