მთავარისიახლეებისამართალითბი­ლის­ში, მელიქიშვილის ქუჩაზე მომ­ხდა­რი დაჭ­რის ფაქ­ტზე ორი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი

თბი­ლის­ში, მელიქიშვილის ქუჩაზე მომ­ხდა­რი დაჭ­რის ფაქ­ტზე ორი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი

Published on

თბი­ლის­ში, ვე­რა­ზე მომ­ხდა­რი დაჭ­რის ფაქ­ტზე ორი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იუ­წყე­ბა, ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ადუ­აშ­ვი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, ხოლო მისი მეგობარი, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი  კონსტანტინე ჯორბენაძე . და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.შ
 
ადუაშვილს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო ჯორბენაძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
 
მათთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ.
 
შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 15 იან­ვარს თბი­ლის­ში, გი­ორ­გი ადუ­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, 1988 წელს და­ბა­დე­ბულ ზუ­რაბ კუ­ჭა­ვას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი კუ­ჭა­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და.
 
ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში პო­ლი­ცი­ამ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ადუ­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა. ამას­თან, და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, რად­გან ისიც დაჭ­რი­ლია. მას ქი­რურ­გი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრში გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. დაჭ­რილს იღ­ლი­ის არე­ში ორი და ფე­ხის არე­ში ოთხი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის სტა­ბი­ლუ­რია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადუ­აშ­ვი­ლი ჯერ ბას­რი საგ­ნით დაჭ­რეს, შემ­დეგ კი მან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გას­რო­ლა.
 
შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადუ­აშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან მისი დაჭ­რის ფაქ­ტზე არ თა­ნამ­შრომ­ლობს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მის დაჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დამ­ნა­შა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს.
 
გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­დე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.
 
შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, და­ნა­შა­უ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით, ხოლო და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სიახლეები

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...