მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავა: ვერ ვიტყვით, რომ გუშინ პროკურატურამ საცივიდან ამოიღო თავი და ხაზარაძეს...

გიგი უგულავა: ვერ ვიტყვით, რომ გუშინ პროკურატურამ საცივიდან ამოიღო თავი და ხაზარაძეს ეცა. ეს არის ფართომასშტაბიანი შეტევა ნებისმიერი ადამიანზე, რომელიც შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ფულის წყარო”

Published on

 
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა“.
 
,, პროკურატურის განცხადებამდე მამუკა ხაზარაძე ივანიშვილთან ურთიერთობის არაფორმალურად დალაგებას ცდილობდა. ფაქტია, რომ  ეს არ გამოვიდა. ფაქტია, რომ ბიზნესი თავისუფლად არ/აღარ სუნთქავს. 
 
„ეს არის არასასურველი ბიზნესმენების შევიწროება. გუშინ პროკურატურამ საცივიდან ამოიღო თავი და ხაზარაძეს ეცა – ეს ასე არ არის. აქ რთულია, ისაუბრო, რა უდევს ივანიშვილს თავში. შედეგი არის, რომ გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია, სასამართლო ჩაიგდოს ხელში და ნებისმიერი ადამიანზე, რომელიც შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ფულის წყარო, არის ფართომასშტაბიანი შეტევა.  ივანიშვილმა საზოგადოებას უთხრა რომ ის ყველა არასასურველ ელემენტს გაანეიტრალებს,. სადაც შესაძლებელია დაიჭერს, სადაც შესაძლებელია დანიშნავს ყველაზე საზიზღარ ადამიანებს და ბიზნესში თეორიულად ვინც შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც შესაძლოა პოლიტიკური ამბიციაც გაუჩნდეს, გაანეიტრალებს“, ამდენად, კონტექსტი ამძიმებს 2008 წლის საქმის მიმართ სანდოობას.- განაცხადა გიგი უგულავამ.
 
 
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...