მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის თვალები ბიძინა ივანიშვილისაკენ არის მიპყრობილი

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის თვალები ბიძინა ივანიშვილისაკენ არის მიპყრობილი

Published on

ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არ კარგავენ იმედს, რომ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა გააჩუმოს მათ წინააღმდეგ ამხედრებული თანაგუნდელები.
 
ყველა, ვისაც არ ეზარება, მისი [ბიძინა ივანიშვილის] სახელით საუბრობს, მე არ მჭირდება შუამავლები ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ნუ მელაპარაკებიან მესამე პირით.
 
გუნდი არის ის, ვინც იცავს იმ ღირებულებებს, რის გამოც, ხალხმა მეექვსედ მოგვცა ხმა და ეს არ იყო ადვილი ამ არჩევნებზე. ფასეულობებს თუ დაშორდები, დაშორდები ხალხს, ხალხს თუ დაშორდები, დაემსგავსები იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის შესაცვლელად ბევრი ვიბრძოლეთ ჩვენ და ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის როლი ნამდვილად დიდია ”
 
ასე გამოეხმაურა ს დეპუტატი ეკა ბესელია TV პირველის ეთერში, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი და არავის ურჩევს ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას.
 
 გედევან ფოფხაძე თხოვნით მიმართვას ბიძინა ივანიშვილს არ  გააწბილოს ქართველი ხალხი, რომელსაც არ უნდა ჩინჩალაძე და სააკაშვილის მოსამართლეები.
 
„ვთხოვ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ნუ გააწბილებს ქართველ ხალხს, რომელსაც არ უნდა ჩინჩალაძე და სააკაშვილის მოსამართლეები. მე და ბატონი ბიძინა როგორ ვიქნებით ერთმანეთთან პირნათელი, მაგაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ იმაზე, თუ როგორ ვიქნებით პირნათელი ხალხთან. ამ ხალს მეორე ტურის წინ დავუჩოქეთ, რომ ნუ გაგვწირავთ, უკეთესები გავხდებითო, გავხდეთ უკეთესები“, – განაცხადა ფოფხაძემ

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...