მთავარისიახლეებისაზოგადოებაH1N1 ვირუსის 158 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია - საგანგაშო სტატისტიკა

H1N1 ვირუსის 158 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია – საგანგაშო სტატისტიკა

Published on

H1N1 ვირუსის 158 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია გასულ კვირასთან შედარებით.

მისი თქმით, დღეიდან პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, უკვე ხვალიდან კი კლინიკები 24 საათიან რეჟიმში გადავლენ.

„ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას ამ ეტაპზე უკვე, მკურნალობის დაწყებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. რამეთუ, ჩვენი კვლევებით, დაახლოებით, 162 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დღეს ქვეყანაში, სადაც 158, ანუ უმეტესობა გახლავთ H1N1. დანარჩენი 4 – H3N2, ასევე გამოჩნდა, გვაქვს ერთი ბ ტიპის ვირუსი, რომელიც მსუბუქად მიმდინარეობს. „გასული კვირის მონაცემებით, ჩვენ ავადობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე გვაქვს 256, ანუ ერთი კვირით მონაცემზე შემცირებულია 21 ერთეულით, მაგრამ კვლავ რჩება მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციით. ისიც შემცირებულია ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 41 პროცენტიდან 33 პროცენტამდე, მაგრამ 33 პროცენტიც ითვლება საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება და მოგეხსენებათ, მოიმატა ასევე ბოლო კვირაში გარკვეულად სასწრაფოს გამოძახებათა რაოდენობამ, ამიტომ, იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამინისტროს მიერ, რომ ამუშავდა უკვე დღევანდელიდან ე.წ. პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლი, რომელიც წარმატებით იქნა წინა სეზონების დროს გამოყენებული,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვირუსის შემდეგ ტალღას ჯანდაცვის უწყება თებერვალში აანონსებს

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...