მთავარისიახლეებიეკონომიკაარასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის საფასური იზრდება. გაძვირდება თუ არა პური?

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის საფასური იზრდება. გაძვირდება თუ არა პური?

Published on

საქართველოში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, 4 თებერვლიდან ბუნებრივი აირის ფასი, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრამდე გაძვირდება.
 
ბუნებრივი გაზის საფასურის გაზრდის შესახებ კომპანია ყაზტრანსგაზი განცხადებას ავრცელებს;
 
 
"გაცნობებთ, რომ ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივ გაზს ყიდულობს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. აქედან გამომდინარე, დღეისთვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისმა" დაფაროს როგორც მიმდინარე ხარჯები, ისე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.
 
იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით ისარგებლოს, კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" იძულებულია, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირება მოახდინოს", – აღნიშნულია განცხადებაში.
 
კომპანიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრი იქნება.
 
აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს.
 
მოსახლეობისთვის გაზის საფასური დარჩება 46,139 თეთრი.
 
ნებისმიერი ცვლილება გაზის ტარიფში იწვევს შიშს რომ პური გაძვირდება, თუმცა მეწარმეები აცხადებენ, რომ ამჯერად აღნიშნული ცვლილება პურის ფასზე არ აისახება, რადგან  ცვლილება უმნიშვნელოა -ამჟამად ბუნებრივი გაზის საფასური 85 თეთრია,  რაც შეეხება პურის ფასს, ისინი ამბობენ, რომ  პური ახლახან  გააძვირეს და კიდევ ერთხელ გაძვირების  საჭიროება მათთვის  არ დგას
 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...