მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასწორად შევსებული დეკლარაციის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და მერიის თანამშრომელთა...

არასწორად შევსებული დეკლარაციის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და მერიის თანამშრომელთა ნაწილი დააჯარიმეს

Published on

საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში გამოაქვეყნა. 2018 წლის განმავლობაში შემოწმებულ დეკლარაციებში დარღვევის ფორმები, ხარისხი და ხასიათი უმეტეს შემთხვევაში იდენტური იყო წინა წლის დარღვევებისა. თანამდებობების მიხედვით 448  დეკლარაცია შემოწმდა.უარყოფითად დასრულებული 379, მათ შორის 25 საიდუმლო თანამდებობა გამოვლინდა.უარყოფითად შეფასდა ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარების და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაიას დეკლარაციები. ასევე საკრებულოს წევრის დაზმირ ძიმცეიშვილისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის ლაშა ადეიშვილის მიერ შევსებული დეკლარაციები. ყველა მათგანს დაეკისრა ჯარიმა, ხოლო ეკატერინე კიფაიას მიეცა გაფრთხილება.

უარყოფითად შეფასდა და დაჯარიმდა ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის და   ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსის რუსლან კილასონიას დეკლარაციები.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრებს ზუგდიდიდან-  ლაშა დამენიას და თენგიზ გუნავას, ასევე  ედიშერ თოლორაიას დეკლარაციები.  შეფასდა უარყოფითად.

უარყოფითად შეფასდა  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით გაბუნიას დეკლარაცია.
 
საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშით  სახელმწიფო რწმუნებულის  გუბერნატორის ადმინისტრაციის  შემოწმებული 10 დეკლარაციიდან ათივე უარყოფითად შეფასდა 
 
 

 

 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...