მთავარისიახლეებიპოლიტიკაგანათლების სამინისტრო ოპოზიციას კერზაიას საკითხის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს

განათლების სამინისტრო ოპოზიციას კერზაიას საკითხის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს

Published on

ხმაურიანი სხდომა განათლების კომიტეტში – პარლამენტში გადადებული მოსმენის შემდეგ, განათლების სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა.
 
ინსპექტირების სამსახურის უფროსმა, გიორგი ქოჩიშვილმა ოპოზიცია სხდომის გადადების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ოპონენტებმა პოლიტიკური მოტივებით იხელმძღვანელეს, როდესაც სხდომის გადადება მოითხოვეს.
 
ქოჩიშვილი ამბობს, რომ მას დღეისთვის ჰქონდა მომზადებული ანგარიში, რომლის წაკითხვასაც აპირებდა და ამის საშუალება ოპოზიციის წევრებმა არ მისცეს. გიორგი ქოჩიშვილმა ბრიფინგზე ასევე ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის საქმესთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
 
„ოპოზიციის წევრებმა არ ისურვეს ჩვენი ანგარიშის და კონკრეტული შინაარსობრივი დეტალების მოსმენა, მათ შორის, არც ზუგდიდის მეექვსე სკოლაში ჩატარებული შესწავლისა და მის შედეგებზე. შესაბამისად, ნათელი გახდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაციის მიღების ნაცვლად მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებდათ," – განაცხადა ქოჩიშვილმა.
 
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც. საგამოძიებო უწყების ცნობით, მათ შეისწავლეს ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტი და დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს.
 
განათლების მინისტრისგან პასუხების მიღება დეპუტატების გარდა სხვადასხვა სკოლის იმ დირექტორს და მასწავლებლებს სურდათ, რომლებიც სამსახურიდან ინსპექციის შესვლის შემდეგ გაათავისუფლეს. დღეს პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები, რომლებსაც განათლების მინისტრთან კითხვები ჰქონდათ, თუმცა, მინისტრის არმისვლის გამო პასუხები კვლავ არ აქვთ.
 
დირექტორებს და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს მინისტრისგან სურდათ პასუხი მიეღოთ მთავარ კითხვაზე, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, რატომ მოხვდნენ შავ სიაში, რის გამოც, განათლების სფეროში მუშაობა აღარ შეუძლიათ.
 
„უნდა დამესვა მისთვის შემდეგი კითხვა, რომ 2015 წლის შემდეგ სამ წელიწადნახევარია, რატომ ვარ შავ სიაში და რატომ არ მაქვს უფლება ვატარო ტრენინგები, ადრე ტრენერი ვიყავი და განათლების სფეროში აბსოლუტურად ყველა კონკურსში ყოველთვის რატომ ვიბლოკები, რატომ ვარ შავ სიაში და როდის მოხდება ამ სიიდან ჩემი ამოღება,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...