მსახიობ გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. “ბახალას” საქმეზე განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. დასკვნით სხდომაზე მოსამართლეს ბრალდებულმა გიორგი გიორგანაშვილმა სიტყვით მიმართა. “ბახალამ” საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდება აბსურდულია. მსახიობს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის ჰქონდა წარდგენილი. ამავე საქმეზე დაკავებული ირაკლი ქორიძე კი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებაზე პირველი შეფასება უკვე გააკეთა გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა, გიორგიი მახარაძემ. მისი თქმით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. „ჩვენ, როგორც გიორგანაშვილის ადვოკატებს გვქონდა დავა იმაზე, რომ ამგვარ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ვამბობდით, რომ ბრალდება თვიდან ბოლომდე არის სიცრუე,“- განაცხადა გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ. “ბახალა” პატიმრობაში მაინც რჩება, რადგან მას სხვა საქმეზე 8 წელი მისჯილი აქვს მისჯილი
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
სიახლეები
სიახლეები
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...
სიახლეები
იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...
სიახლეები
ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება.
ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...
საზოგადოება
აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია
აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...