მთავარისიახლეებიპოლიტიკასასამართლომ ზუგდიდის მერიას თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლების გამო ხელფასის 2 წლის განაცდურის ანაზღაურება...

სასამართლომ ზუგდიდის მერიას თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლების გამო ხელფასის 2 წლის განაცდურის ანაზღაურება დააკისრა

Published on

სასამართლომ ზუგდიდის მერიას თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლების გამო ხელფასის 2 წლის განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილების საკითხი განიხილეს. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით (#5632 07.12.2018) ყოფილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს მაია ღურწკაიას, რომელიც სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა დაკავებული თანამდებობიდან არასწორად (არაკანონიერად) განთავისუფლებულად, უნდა აუნაზღაურდეს ხელფასის 2 წლის განაცდურის თანხა, რომელიც შეადგენს 35 960 ლარს.საჭირო თანხის აკუმულირების მიზნით ზუგდიდსერვისის სუბსიდირების თანხა მცირდება 20 760 ლარით და დიდდება იმავე თანხით წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება ფინანსური უზრუნველყოფა დაევალა მერიას

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...