მთავარისიახლეებისამართალი,,ასეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში არ მქონია“ - აცხადებს თენგიზ ქობალიას ადვოკატი, რომელსაც...

,,ასეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში არ მქონია“ – აცხადებს თენგიზ ქობალიას ადვოკატი, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილობა არ მიაღებინეს

Published on

ზუგდიდის მერიის დაკავებული მაღალჩინოსნის, თენგიზ ქობალიას ადვოკატის სოსო ჯანაშია პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ  მას საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილობა არ მიაღებინეს.
 
„,  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები ჩემს მიმართ აგრესიულები იყვნენ და არ შემიშვეს ოთახში, სადაც საგამოძიებო მოქმედებას აწარმოებდნენ. როგორც განმიცხადეს, არ შემიშვეს იმ მოტივით, რომ უკვე დაწყებული იყო მოქმედებები და მე დავაგვიანე.. ფაქტობრივად  ადვოკატს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიმაღებინეს. ასეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში არ მქონია“, – აღნიშნა სოსო ჯანაშიამ.
 
ჯანაშია აცხადებს, რომ  ჯერჯერობით მისთვის არ გადაუციათ ოფიციალური ინფორმაცია თუ რას ედავებიან თენგიზ ქობალიას.
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბ. დააკავეს.
 
სუს-ის ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი მერის და ვიცე-მერის მიერ ჩადენილი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დააკავეს, ხოლო მოქალაქე – გამოძიებისთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო..

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...