მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მერიაში ადასტურებენ ეკონომიკური მართვისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალიას...

ზუგდიდის მერიაში ადასტურებენ ეკონომიკური მართვისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალიას დაკავებას

Published on

ზუგდიდის მერიის ეკონომიკური მართვისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი თენგო ქობალია საკუთარ სამუშაო ოთახში დააკავეს.
 
მერიაში დაკავების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ დაკავების მიზეზი მათთვის უცნობია
 
.საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და სხვა დეტალები მათთვის უცნობია.
 
არაოფიციალური ინფორმაციით, თენგიზ ქობალიას დაკავება უკავშირდება სკანდალურ აუდიოჩანაწერს, რომელშიც ბიზნემენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება,  ჩანაწერში, ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი.
 
ჩანაწერში იხსენიება თენგიზ ქობალიაც , რომელმაც  ლაშა გოგიას გადადგომისთანავე დაადასტურა  თავისი მონაწილეობა ფარულ ჩანაწერებში, თუმცა წილებზე და კორუფციულ გარიგებებზე საუბარი უარყო. მისი თქმით, დაპირისპირებას შეხვედრის დროს ადგილი არ ჰქონია და სხვა დამატებით დეტალებზე სამართალდამცველებთან აპირებს საუბარს.

სიახლეები

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...