მთავარისიახლეებისაზოგადოებაუახლოესი 3 დღის განმავლობაში მცირე შუალედებით იწვიმებს

უახლოესი 3 დღის განმავლობაში მცირე შუალედებით იწვიმებს

Published on

უახლოესი 3 დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
 
სინოპტიკოსების ცნობით,  24 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან წვიმა და მთაში თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.
 
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ უმეტეს რაიონებში ღამით 6, ხოლო დღის განმავლობაში 9 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება მთას, ღამით ყინვა -1, ხოლო დღისით 5 გრადუსია მოსალოდნელი.
 
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მთაში თოვლი. ბარში მოსალოდნელია ღამის განმავლობაში 3 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით 10 გრადუსი. რაც შეეხება მთას, ღამის საათებში ყინვა -2, ხოლო დღისით 6 გრადუსი სითბო იქნება.
 
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით 2 გრადუსი სითბო იქნება. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ხვალ მზე და 8 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
 
 25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 გრადუსამდე შენარჩუნდება.
 
თბილისში იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ჰაერის ტემპერატურა გათბება ღამით 3, ხოლო დღისით 9 გრადუსამდე.
 
26 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონებში კვლავ წვიმა იქნება. ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსამდე დაიწევს. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში პირიქით, 13 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში იქნება ცვალებადი მიმართულების ქარი. დღისით შესაძლებელია მცირე წვიმა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...