მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ამას არავინ მოითმენს, ან წავა რადიკალიზაციისკენ, ან დიალოგი უნდა დაიწყოს"- გიგი უგულავა

“ამას არავინ მოითმენს, ან წავა რადიკალიზაციისკენ, ან დიალოგი უნდა დაიწყოს”- გიგი უგულავა

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან „ევროპული საქართველოს" ლიდერები იმყოფებიან.  ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, დღეს მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის, დავით კირკიტაძის საქმე არ წყდება. მისი თქმით, დღევანდელი დღე იქნება წყალგამყოფი ხელისუფლებასა და იმ 900 ათას ამომრჩეველს შორის, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ოპოზიციის მხარდაჭერილ კანდიდატს დაუჭირა. 
 
„ბავშვი არავინაა და ყველა ხვდება, რომ გადაწყვეტილება სასამართლოში არ მიიღება, გადაწყვეტილებას მიღებულია. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება წამოვიდეს დიალოგზე გაიგონოს 900 ათასი ადამიანის ხმა და სიტუაციის დეესკალაციიდან და კრიზისიდან გამოვიდეთ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ თქვენი ხმა არაფერია, თქვენ უნდა დაგქსაქსოთ, თქვენ უნდა დაგიჭიროთ. ივანიშვილი გვეუბნება, რომ თქვენ ხართ მეორეხარისხოვანი მოქალაქე, გადაწყვეტილებას იღებს, რომ გადაუაროს.
 
"აქ მხოლოდ დათოში არ არის საქმე, ან ჩვენ 800 ათასი-900 ათასი მოქალაქე ვიქნებით სრულფასოვანი მოქალაქე და არავინ გადაწყვიტოს, რომ ჩვენ ვართ მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები“-ამბობს უგულავა.
 
მისი თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ მაღალჩინოსანმა, რომელმაც ოპონენტს შარდი წაუსვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ფარცხალაძემ პასუხი არ აგო დანაშაულებებზე და ის სახელმწიფო დაცვით გადაადგილდება. მეორე მხრივ კი, უგულავას თქმით, დეპუტატებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება 100 ლარიც კი არ ღირს.
 
„ორუელის "ცხოველთა ფერმა" მოაწყო ივანიშვილმა, სადაც ჩვენ გამოვცხადდით მეორეხარისხოვან მოქალაქეებად. ამას არავინ აიტანს, არავინ შეეგუება, ან წავა რადიკალიზაციისკენ, ან წავა დიალოგისკენ და დიალოგის ფორმა და შინაარსი არის ერთადერთი, პროპორციული არჩევნები და ხელისუფლება უნდა განსაზღვროს ხალხმა და არა ივანიშვილმა. ეს დღე ამიტომ არის მნიშვნელოვანი, არამარტო კონკრეტული დავით კირკიტაძის ბედი, კირკიტაძის ბედი მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს დღე შეიძლება გახდეს წყალგამყოფი. რა გადაწყვეტილებაა კარგად ვხედავთ პოლიციელი უფრო მეტია ვიდრე ხეები გარშემო, გასაგებია რა გადაწყვეტილებაც არის. პოლიცია მოქმედებდა უკანონოდ, ესეც უნდა გასაჩივრდეს და ყველანაირი ბერკეტი საპროტესტო უნდა იყოს გამოყენებული, რომ ხელისუფლებამ, გაიგოს, აქ არავი არის მეორეხარისხოვანი,“-ამბობს უგულავა.

სიახლეები

დავით ჯინჭრაძის თქმით, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

აქტივისტი, თავისუფლების მოედნის წევრი დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე...

სტრასბურგმა აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ საქმეზე - "გიორგი მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 24 იანვრამდე ცივი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 24 იანვრამდე ცივი ამინდი შენარჩუნდება. 21-23 იანვარს მოსალოდნელი ამინდი: თბილისში ცივი...

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენებისთვის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ყავის საწარმოში - შპს "ტრეიდერი" არაგეგმური ინსპექტირების დროს დადგინდა, რომ...