მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე: ,,ქვეყანაში მყარდება ოლიგარქიული დიქტატურა, რომლის მიზანია, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება''

გიორგი ვაშაძე: ,,ქვეყანაში მყარდება ოლიგარქიული დიქტატურა, რომლის მიზანია, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება”

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო მეტ საქმეს ამზადებს სხვადასხვა პოლიტიკოსების დასაპატიმრებლად.
 
„ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან:
 
„ჩვენ ახლა შევხვდით ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს, რომელსაც მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, თუ რა ხდება ქვეყანაში. ქვეყანაში მყარდება ოლიგარქიული დიქტატურა, რომლის მიზანია, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება. როგორც ჩანს, ის პროვოკაცია, რაც მათ ველისციხეში მოგვიწყვეს გათვლილი იყო, რომ როგორმე საკუთარი თავისთვის შეექმნათ სამართლებრივი საფუძველი, რომ ციხეში ჩასვან ხალხი.
 
დღეს ჩვენ სხვადასხვა ინფორმაციებს ვიღებთ შინაგან საქმეთა ორგანოების მხრიდან. ისინი როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტ საქმეს ამზადებენ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველა მტკიცებულებას ვაცნობთ დიპლომატიურ კორპუსს და ვითხოვთ მათგან მკვეთრ რეაგირებას“, – განაცხადა ვაშაძემ.
 
დღეს აქცია არ გვექნება, – დასძინა მან.  
 
„ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გეგმების ცვლილება. გუშინ ჩვენ არ ველოდით, რომ დავით კირკიტაძეს დააკავებდნენ. ხვალ იქნება სასამართლო პროცესი, როგორც ვიცით, თუ ესეც ჩუმად არ ჩაატარეს. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, დასავლურ სამყაროს ვაცნობოთ, რომ ძალიან სწრაფი და მყისიერი რეაქცია იყოს მათი მხრიდან. დღეს აქცია არ გვექნება. დღევანდელი დღე გვაქვს იმისთვის, რომ სამართლებრივად ყველაფერი დავალაგოთ, რომ შესაბამისი ინფორმაცია მიიღოს დიპლომატიურმა კორპუსმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით", – განაცხადა ვაშაძემ

სიახლეები

ბაჩო ახალაია დააკავეს აპლიკაციების მეშვეობით კონტაქტისთვის, რომელთა შინაარსი გამოძიებამ არ იცის

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ უგულებელყო ადამიანის დაკავებისთვის აუცილებელი, მაღალი სტანდარტის მტკიცებულებების მოთხოვნები და...

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია. ამავე კორპუსში ცხოვრობს მურთაზ ზოდელავაც. რამდენიმე წუთის წინ...

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...